FLUSSI 2026–2028: ახალი შესაძლებლობები უცხოელი მუშახელისათვის
იტალიის პარლამენტისა და სენატის საკონსტიტუციო საკითხთა კომისიებმა დადებითი შეფასება მისცეს 2026–2028 წლების FLUSSI-ს გეგმას. ახალი „დეკრეტო ფლუსი“ განსაზღვრავს უახლოესი სამი წლის განმავლობაში უცხოელი მუშახელის იტალიაში კანონიერად შემოსვლის წესებსა და პროცედურებს.
დადგენილება, რომელიც მინისტრთა საბჭომ 30 ივნისს წინასწარ დაამტკიცა, ითვალისწინებს თითქმის 500 ათასი უცხოელი მუშახელის (არასეზონური, სეზონური და თვითდასაქმებული) ლეგალურ შემოსვლას ქვეყანაში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის FLUSSI ბოლო წლების განმავლობაში ხელმისაწვდომია, თუმცა კვოტები (რაოდენობრივი ლიმიტები) ხშირად შეზღუდულია და განაცხადების შეტანის საშუალებაც სწრაფად იწურება ხოლმე.
მთავარი სიახლე: იმ უცხოელებს, რომლებიც იზრუნებენ 80 წელს გადაცილებულ პირებზე, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, აღარ ეხებათ „დეკრეტო ფლუსის“ რაოდენობრივი შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში, იტალიაში ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ლიმიტის გარეშე, მაგრამ მინიმუმ სამთვიანი კონტრაქტით.
გარდა ამისა, „ფლუსის“ გზით მიღებული დროებითი ბინადრობის ნებართვის გადაცვლა და გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება.
დეტალური ინფორმაცია პროცედურებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი. ამჟამად, განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა.
ახალი სამწლიანი გეგმით, იტალია მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის ნაკადების სტაბილურ დაგეგმვას და შრომის ბაზრის მოთხოვნების ეფექტურად დაკმაყოფილებას.
ასევე დაგაინტერესებთ: “ᲜᲐᲠᲙᲝᲛᲐᲜᲘᲐ, ᲐᲚᲙᲝᲰᲝᲚᲘᲖᲛᲘ, ᲚᲣᲓᲝᲛᲐᲜᲘᲐ… ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲔᲑᲨᲘᲪ ᲛᲝᲛᲠᲐᲕᲚᲓᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲔᲑᲘ…” – ᲛᲐᲙᲐ ᲮᲐᲩᲝᲨᲕᲘᲚᲘ





















































