დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ იტალიაში, ქალაქ ბარიში, ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, ზაალ მაზმიშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა ღრმა დარტყმა მიაყენა როგორც ოჯახს, ისე ბარიში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.
გარდაცვლილის და, ნინი მაზმიშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას პანაშვიდებისა და საქართველოში გადმოსვენების თაობაზე:
„ვისაც ჩვენი უსასრულო მწუხარების გაზიარების სურვილი გაქვთ, გაცნობებთ, რომ პანაშვიდები ჩატარდება ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს, 17:00-დან 19:00 საათამდე, მისამართზე: Strada San Giorgio Martire 24, Bari.
კვირას, 13:00 საათზე, დაგეგმილია წირვა და ლოცვა წმინდა კიარას ქართული სამრევლოს ტაძარში.
საქართველოს გადმოსვენება იგეგმება 30 ივლისს.“
ERMES TV-ის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზაალ მაზმიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ქართულ დიასპორას.





















































