იტალიაში, 55 წლის მამაკაცი, რომელმაც საქართველოდან ბავშვი ჩაიყვანა, სასამართლოს წინაშე წარსდგა. შემთხვევა პიემონტეს რეგიონში მოხდა, სადაც ისინი ფერმაში, არც თუ ისე სახარბიელო პირობებში ცხოვრობდნენ.
ირკვევა, რომ გოგონა, რომელიც ახლა 2.5 წლისაა, მისი შვილი არ არის და ბავშვი მამაკაცმა იყიდა.
მამაკაცი თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ბავშვი მისი შვილი იყო, მაგრამ დნმ-ის ანალიზმა საპირისპირო დაამტკიცა.
პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ მამაკაცმა, ბავშვის დედას, რომელიც წარმოშობით ყაზახია და თბილისში იმშობიარა, გოგონას სანაცვლოდ თანხა გადაუხდა.
გოგონას ჯანმრთელობის მდგომარება დადებითად არის შეფასებული. ის ბავშვთა სახლშია გადაყვანილი და გაშვილების პროცედურაა დაწყებული.





















































