თუ იტალიაში ცხოვრობთ, 2026 წლის ახალშობილთა ბონუსის მისაღებად, რომელიც 1000 ევროს შეადგენს, განაცხადის გაგზავნა უკვე შეგიძლიათ. ამის შესახებ INPS-ის 2026 წლის 14 აპრილით დათარიღებული განცხადებიდან ვიგებთ. Tag: ფულადი დახმარება იტალიაში
ეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება განკუთვნილია ოჯახებისთვის 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული, შვილად აყვანილი ან შვილად მინდობით აღზრდაში გადაცემული თითოეული ბავშვისთვის.
განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ასევე ემიგრანტებს, მშობლებს, რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში ლეგალურად. ბონუსის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფინანსური მდგომარეობაა. ეს გულისხმობს იმას, რომ მოქმედი ISEE არ უნდა აღემატებოდეს 40,000 ევროს.
აუცილებელია ვადის დაცვა. განაცხადი უნდა გაკეთდეს 120 დღის განმვალობაში ბავშვის დაბადებიდან, შვილად აყვანიდან ან მინდობით აღზრდაში გადაცემიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ბონუსის მიღების უფლება სამუდამოდ იკარგება. განაცხადი უნდა წარადგინოს ერთ-ერთმა მშობელმა. თუ მშობლები ერთად არ ცხოვრობენ, განაცხადის წარდგენა შეუძლია არასრულწლოვანთან მცხოვრებ მშობელს.
პროცედურა მთლიანად ციფრულია. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია INPS-ის ვებსაიტის, INPS-ის მობილური აპლიკაციის, საკონტაქტო ცენტრის ან ადგილობრივი სოციალური დახმარების სააგენტოების მეშვეობით.
Tag: ფულადი დახმარება იტალიაში
ასევე იხილეთ: ᲑᲘᲜᲐᲓᲠᲝᲑᲘᲡ ᲜᲔᲑᲐᲠᲗᲕᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ – ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲨᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲔᲑᲘ





















































