იტალიაში სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების საქმეზე 13 ქართველი დააკავეს. აღნიშნული საბუთებით ისინი ემილია-რომანიას და სხვა რეგიონებში მომვლელებად საქმდებოდნენ, იღებდნენ სოციალურ დახმარებას, საგადასახადო შეღავათებს და საბანკო სესხებს.
საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წელს შემოსავლების სამსახურმა, სადაც აღნიშნული პირები ფისკალური კოდის დასარეგისტრირებლად ცხადებოდნენ, ლიტვის მოქალაქეთა უცნაურად გაზრდილი ნაკადი შენიშნეს. მათ მიერ წარდგენილი ლიტვური პირადობის მოწმობები ყალბი აღმოჩნდა.
პირველადი შეტყობინება საგადასახადო სამსახურიდან შემოვიდა, სადაც არაერთი უცხოელი ლიტვის დოკუმენტებით იტალიის ფისკალურ კოდს ითხოვდა.
გამოძიება 44 პირის მიმართ მიმდინარეობს. ყველა მათგანი ქართველია.
გამოძიება დაიწყო იტალიის ტერიტორიაზე უკანონო შესვლისა და ცხოვრების, ასევე ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობის ბრალდებით. სწორედ ამ უკანასკნელი სამართალდარღვევის მოტივით, მოდენას პოლიციამ განახორციელა სავალდებულო დაკავება, თუმცა ცამეტივე ქალი მალევე, გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლეს. გამოძიების ქვეშ მყოფ პირებს შორისაა ასევე მოდენას ცენტრში მცხოვრები 53 წლის ქალთველი ქალი, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, აღნიშნულ პირებს იღებდა.





















































