დეპორტი იტალიიდან – “იტალიას დეპორტი არ აქვს! – ეს არასწორი ინფორმაციაა, მეგობრებო და ნუ შეიყვანთ შეცდომაში ადამიანებს” – წერს ქართველი თარჯიმანი იტალიაში, ნონა მაჭარაშვილი.
დეპორტი იტალიიდან – “არ არსებობს სახელმწიფო დედამიწის ზურგზე, რომელსაც დეპორტი არ აქვს!
გახსოვდეთ!
იტალიას აქვს სამი განსხვავებული ტიპის გაძევება, შესაბამისი გასაჩივრებებით (მუხლები 13,15 და 16.საკანონმდებლო დადგენილება 23.7.1998 N 286/98 კონსოლიდირებული კანონი იმიგრაციის შესახებ):
- 1. ადმინისტრაციული გაძევება;
- 2. გაძევება უსაფრთხოების ღონისძიების სახით;
- 3. გაძევება, როგორც პატიმრობის ალტერნატიული სანქცია.
პირველი და მეორე სახის დეპორტაცია გასაჩივრებას ექვემდებარება, თუმცა, შედეგი გასაჩივრებისა შესაძლებელია იყოს დადებით, ან უარყოფითი.
მესამე კი გასაჩივრებას არ ითვალისწინებს.
ვისი გაძევებაც თითქმის არ შეიძლება არიან: 18 წლამდე პირები, ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მეოთხე ხარისხამდე ნათესავთან ან იტალიელ მეუღლესთან მცხოვრები, ორსულები. ამ კატეგორიის ადამიანების გაძევება შესაძლებელია მხოლოდ შსს ადმინისტრაციული ჩარიცხვით, რაც იშვიათი შემთხვევაა.
ვისი გაძევებაც არასდროს შეიძლება არიან ადამიანები, რომლებზეც თავის ქვეყანაში დაბრუნებისას შესაძლებელია განხორციელდეს დევნა რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, პირადი და სოციალური პირობების გამო და მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე.
წარმატებები ყველას!” – წერს ნონა მაჭარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲧᲐᲚᲑᲘ ᲡᲐᲑᲣᲗᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔᲖᲔ ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲔᲑᲘ – ᲠᲐᲡ ᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲡ ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲡ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ?!
Tag: დეპორტი





















































