საქართველოს საკონსულო მილანში – იტალიის ქალაქ ვერონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 15 მარტს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით დაგეგმილია საკონსულო მომსახურების გაწევა ვერონასა და მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.
მოქალაქეების მიღება მოხდება ქ. ლენიაგოში.
მიღების საათები და ადგილმდებარეობა გამოქვეყნდება დამატებით.
საკონსულო მომსახურების მიღების მსურველებს, ვიზიტის დანიშვნის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: consgeo.milan@gmail.com
თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დაუკავშირდით საკონსულოს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +39 329 5546 282
ასევე დაგიანტერესებთ: ფულადი კომპენსაცია იტალიაში – რამდენი გეკუთვნით, თუ დამსაქმებელმა ოჯახმა სამუშაო კონტრაქტი გაგიწყვიტათ?!





















































