“ნეაპოლში გაიხსნა ახალი საქველმოქმედო ცენტრი – Casa Bartimeo, რომელიც მდებარეობს ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე – Corso Umberto I, N 292.”
ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ქართველი თარჯიმანი და მედიატორი ნეაპოლში, მაკა ხაჩოშვილი გვაწვდის.
“Casa Bartimeo“ – ეს არის ცენტრი, რომელიც შეიქმნა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად, სადაც მატერიალურთნ ერთად, ადამიანებს შეუძლიათ სამედიცინო დახმარებაც მიიღონ, სრულიად უფასოდ.
ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი სამედიცინო სერვისები:
- კარდიოლოგია
- ნევროლოგია
- შიდა მედიცინა
- დიაბეტოლოგია
- ანგიოლოგია / ფლებოლოგია
- ოტორინოლარინგოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- პნევმოლოგია
- პედიატრია
- ფსიქიატრია
- ქირურგია
- გინეკოლოგია
- ექოსკოპია
- ინფექციური დაავადებები
- ნეფროლოგია
დამატებით სერვისები:
- ფსიქოლოგიური დახმარება
- იურიდიული კონსულტაცია
- ემიგრანტების მხარდაჭერა
- დასაქმების კონსულტაცია
სამედიცინო ვიზიტებზე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.
Tel: 081 224 8520
მისამართი: ნეაპოლი, Corso Umberto I, N.292
ასევე იხილეთ: BADANTE CONVIVENTE – ᲗᲐᲜᲐᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲛᲝᲛᲕᲚᲔᲚᲘ: ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ, ᲓᲐᲡᲕᲔᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲠᲘᲡᲙᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ





















































