ევთანაზია – იტალიაში, ტოსკანას რეგიონი პირველია, რომელმაც დაამტკიცა კანონი ევთანაზიის, ანუ სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება.
ტოსკანას რეგიონულმა საბჭომ და ლუკა კოსიონის ასოციაციამ, მხარი დაუჭირა კანონს ევთანაზიის შესახებ. კანონის დაშვებას ასევე ხელი მოაწერა ათიათასობით მოქალაქემ.
ტოსკანას რეგიონი იტალიაში პირველი რეგიონი, რომელსაც კანონის თანახმად შეუძლია თვითმკვლელობაში დახმარების გაწევა (სამედიცინოდახმარებით) იმ ადამიანისთვის, რომელიც იტანჯება მძიმე დაავადებით და სიცოცხლის დასრულება მისი არჩევანი. რა თქმა უნდა, კანონი ითვალისწინებს მკაცრ პროცედურებს, დადგენილია მთელი წესები, მათთის ვისაც სურს მსგავს სერვისზე წვდომა.
კანონი სახელწოდებით “თავისუფლები ახლავე – LIBERI SUBITO”, დამტკიცდა 27 ხმით (PD, IV, M5S…) -13-ის წინააღმდეგ (LEGA, FI, FDI…).
პროცედურული და ორგანიზაციული ასპექტები:
მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ეკისრება ადგილობრივ სამედიცინო უწყებას, რათა შექმნან მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც განიხილავს და მონაცემების მიხედვით გადაწყვეტს გახადოს თუ არა ხელმისაწვდომი სერვისი კონკრეტული პირისთვის.
კანონის მიხედვით, განაცხადის გადამოწმება 20 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომისია 10 დღის ვადაში დაადგენს სუიციდის განხორციელების ხელისშემწყობ მეთოდებს. ერთი კვირის განმავლობაში, ადგილობრივი სანიტარული დაწესებულება გაუწევს დახმარებას ტექნიკური და ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით.
ევთანაზია მოქალაქისთვის უფასო იქნება. წლიური დაფინანსება 10 000 ევრო, სამი წლის მანძილზე.

სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – მნიშვნელოვანი სიახლე “აზილოს” რეგულაციებში





















































