ტურინის სასამართლომ მიგრანტების სასარგებლოდ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ქვესტურის სისტემა დისკრიმინაციულად სცნო.
იტალიაში, 2025 წლის აგვისტოში, ტურინის სამოქალაქო სასამართლომ 18 მიგრანტის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ქვესტურის სისტემა, რომელიც უცხოელების მიერ თავშესაფრის მოთხოვნას უკავშირდება, დისკრიმინაციულია, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებულია დიდი რიგები და ბიუროკრატიული დაბრკოლებები, რომლებიც აფერხებს თავშესაფრის განცხადებების შეტანას და ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის პროცესს. აგრეთვე „ბუნდოვანი“ კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც იღებენ რიგში მყოფ პირებს.
სასამართლოს თქმით, წლების განმავლობაში მიგრანტებს უწევდათ დღეების და ღამეების გატარება რიგებში, ცუდ პირობებში, რადგან საემიგრაციო ოფისი არ იყო კარგად ორგანიზებული და განიცდიდა კადრების სიმცირეს. ახლა, ადმინისტრაციას ევალება ოთხი თვის ვადაში შეცვალოს სისტემა და გაატაროს ისეთი მოდელი, როგორიც მილანშია.
ტურინის ქვესტურის განცხადებით კი, უკვე გააუმჯობესა სიტუაცია: მარტიდან დახურა ძველი ოფისი, გაზარდა თანამშრომლების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს რიგების შემცირებას და უზრუნველჰყოფს სწრაფ მომსახურეობას.
2025 წლის პირველ შვიდ თვეში თითქმის 49 ათასზე მეტი ბინადრობის ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 9000-ით მეტია. ქვესტურა აცხადებს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, გამარტივდა პროცედურები, რაც ხელს უწყობს უცხოელების მიერ განაცხადის მოკლე ვადაში დაკმაყოფილებას. მიუხედავად ამ ყველაფრის, უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიაში, ხანდაზმულთა თავშესაფრებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ძალადობის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს





















































