ფულადი დახმარება იტალიაში – ახალი კანონის თანახმად, შობადობის წახალისების მიზნით 2025 წელს ყოველ დაბადებულ ჩვილზე, ან შვილად აყვანის შემთხვევაში, მშობლებს ერთჯერადად, 1000 ევროს ოდენობის ბონუსს გადასცემს.
Tag: ფულადი დახმარება იტალიაში
INPS-ის 14 აპრილს გამოცემული ცირკულარის თანახმად, განაცხადის შეტანა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ISEE არ აღემატება 40 000 ევროს. მნიშვნელოვანია, განმცხადებელი ფიქსირდებოდეს იტალიაში მაცხოვრებლად ბავშვის დაბადებიდან განაცხადის შეტანის თარიღამდე.
ბონუსით შეუძლიათ ისარგებლონ:
● ევრო კავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლის ბინადრობის ნებართვის (permesso disoggiorno)-ს ხანგრძლივობა არის არა ნაკლებ ერთი წელი.
● ლტოლვილები და საერთაშორისო დაცვის მქონე პირები.
განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ბავშვს დაბადების, ან შვილად აყვანის დღიდან მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში.
განაცხადი პირებს შეუძლიათ გააკეთონ:
- INPS-ის ინლაინ პორტალზე
- INPS-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით
- პატრონატო, ან CAF

სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: განათლება იტალიაში – სწავლა იტალიურ უნივერსიტეტში?!





















































