მნიშვნელოვანი ინფორმაცია! საკრედიტო ბარათი PostePay Evolution მფლობელთა საყურადღებოდ!
“პოსტე ფეის” მფლობელი ვალდებულია 2025 წლის 7 ივლისამდე ფოსტას განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათი დაიბლოკება!” – ინფორმაციას ქართველი მედიატორი და ტარჯიმანი ნეაპოლში, მაკა ხაჩოშვილი გვიზიარებს
“მოქმედი კანონმდებლობის (2007 წლის საკანონმდებლო დადგენილება № 231 და შემდგომი ცვლილებები და დამატებები) შესაბამისად, “პოსტა ფეის “ მომხმარებელი ვალდებულია ფოსტას პერიოდულად მიაწოდოს ყველა საჭირო და განახლებული ინფორმაცია, რათა Poste Italiane შეძლოს სათანადო შემოწმების ვალდებულებების შესრულება.
PostePay Evolution-ის კითხვარი ივსება ბარათის გაცემისა და გაცემიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, უზრუნველყოფს შესაბამისობას კანონმდებლობასთან, მაგალითად, თანხების გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციებთან. იგი მიზნად ისახავს კლიენტის ფინანსური პროფილისა და მისი საჭიროებების გამოცნობას, რაც საშუალებას აძლევს Poste Italiane-ს შესთავაზოს შესაბამისი სერვისები და დააკმაყოფილოს ნორმატურული ვალდებულებები.
კითხვარის შევსება შესაძლებელია, როგორც ფოსტებში ასევე “PostePay Evolution” აპლიკაციის საშუალებით.”
ასევე დაგაინტერესებთ: რომის ემიგრანტების საყურადღებოდ!





















































