“პოსტეპეი” იტალიაში, გადახდის ბარათი – თუ იტალიაში ცხოვრობთ და ბანკში ანგარიშის გასახსნელად რეკვიზიტები არ გაქვთ, ან უბრალოდ თქვენს ინტერესებში არ შედის, მაშინ POSTAPAY-ის ბარათი იდეალური გამოსავალია. ეს არის საბანკო ბარათის მსგავსი პლასტიკური ბარათი, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ იტალიის საფოსტო ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე. თუმცა, POSTAPAY გვაქვს ორი ტიპის – STANDARD და EVOLUTION.
- რა სხვაობაა POSTAPAY STANDARD და POSTA EVOLUTION-ს შორის?!
“პოსტეპეი” იტალიაში ‘ ორივე მათგანი მიკუთვნება POSTE ITALIANE-ს, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს თავისი მახასიათებლები.
STANDARD-ის ტიპის ბარათი მიეკუთვნება VISA-ს გადახდის სისტემას და საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გადარიცხვის და ფულის განაღდების პროცედურები, დამატებითი გადასახადის გარეშე. თუმცა მეორეს მხრივ ამ ბარათს აქვს შეზღუდვები და არ გამოიყენება ევროპის საზღვრებს გარეთ.
EVOLUTION-ის ბარათი მიეკუთვნება MASTERCARD-ის სისტემას, ის ფართოდ არის გავრცელებული და მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიო მასშტაბით. EVOLUTION-ის შემთხვევაში წლიური გადასახადის სანაცვლოდ მფლობელს მინიჭებული აქვს IBAN, იგივე ანგარიშის ნომერი და ეძლევა საშუალება ბარათი გამოიყენოს ოპერაციებისთვის საბანკო ანგარიშის მფლობელის მსგავსად, ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე. ასევე არ აქვს ის შეზღუდვები, რაც “სტანდარტს” და იძლევა ყოველდღიური გადახდების, ფულის განაღდების ან დარიცხვის საშუალებას.
POSTAPAY STANDARD
ეს არის პრაქტიკული, თუ თქვენ გჭირდებათ (იტალიაში ან იტალიის ფარგლებს გარეთ) განახორციელოთ მაღაზიებში გადახდა ბარათის საშუალებით, ისარგებლოთ VISA სისტემით დაკავშირებული ონლაინ საყიდლებით, განახორციელოთ თანხის განაღდება და სხვა პროცედურები POSTAMAT-ის, ან სხვა საბანკო ბანკომატზე. როგორც აღვნიშნეთ მას არ აქვს საკომისიო, ან მომსახურეობის საფასური. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებით ბარათით საზღვარგარეთ სარგებლობა. შეგიძლიათ კოდის გარეშე განახორციელოთ 50 ევრომდე გადასახადები, მობილური ტელეფონის საშუალებით განსაზღვროთ და აკონტროლოთ გადახდები, ფულის დარიცხვის და განაღდების პროცედურები.
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილია POSTEPAY JUNIOR, რომელიც შესაძლებელია შეიძინოთ ფოსტის ნებისმიერ ფილიალში, მშობლების თანხლებით.
დადებითი და უარყოფითი მხარეები:
ბარათის გააქტიურება მარტივია ფოსტის ნებისმიერ ფილიალში. მისი საფასურია 10 ევრო და არ აქვს წლიური გადასახადი. ანგარიშის შესავსებად არაერთი გზა არსებობს: ტელეფონის აპლიკაციის, ვებგვერდის, ნებისმიერი ფოსტის ფილიალის და ასევე Tabaccheria-ის საშუალებით. აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ გადაიხადოთ პარკინგის, საწვავის საფასურები, შეგიძლიათ შეიძინოთ სამგზავრო ბილეთები…
ლიმიტი და შეზღუდვები:
ყოველთვიურად ფულის განაღდება შეგიძლიათ შეუზღუდავად, თუმცა არსებობს დღიური ლიმიტი. დღეში შესაძლებელია მხოლოდ მაქსიმუმ 250 ევროს მოხსნა, არასრულწლოვნების შემთხვევაში (JUNIOR) კი მხოლოდ 100 ევრო არის მაქსიმალური დღიური თანხა.
ღირებულება:
როგორც ვთქვით, ბარათის საფასური მხოლოდ 10 ევროა. JUNIOR-ის შემთხვევაში – 5 ევრო, ბარათზე თანხის დარიცხვა კი უფასოა. ევროპის მასშტაბით თანხის განაღდება ფოსტის ფილიალის დახმარებით 1 ევრო ღირს, ხოლო ბანკომატის საშუალებით კი 1,70. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება საკომისიო ღირებულება 5 ევროა და ასევე ემატება თანხის რაოდენობის 1,10%.
POSTAPAY EVOLUTION
ბარათს აქვს იბანი, ანუ ანგარიშის ნომერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ანგარიშის გახსნის გარეშე განახორციელოთ მნიშვნელოვალი საბანკო პროცედურები. მაგალითად, ხელფასის ან პენსიის დასარიცხად, კომუნალურების, ჯარიმების გადასახდელად… გადარიცხოთ და მიიღოთ თანხა.
ბარათი შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ონლაინ გადახდებისთვის. ბარათზე შეგიძლიათ განახორციელოთ ანგარიშის შევსება (ricarica), რომელიც მომენტალურად აისახება თქვენს ანგარიშზე. ბარათზე თანხის დარიცხვა ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ანგარიშიდან და ბარათიდან, და ფოსტის ნებისმიერი ფილიალიდან. ასევე აპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელია თანხის ავტომატური გადარიცხვა.
დადებითი და უარყოფითი მახარეები:
ბარათი შეგიძლიათ შეიძინოთ ფოსტის ნებისმიერ ფილიალში. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე, როგორც აღვნიშნეთ, ის არის, რომ მას ენიჭება IBAN-ი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ მნიშვნელოვანი ოპერაციები, ისეთი რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. ასევე მარტივი სამართავია აპლიკაციის საშუალებით. შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი გადარიცხვები, დარიცხვები, გადახდილი ქვითრები… ის საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ ფასიანი გზები, პარკინგები, შეიძინოთ საწვავი, სამგზავრო ბილეთები… გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ScontiPoste-ს ანუ ფასდაკლებების პროგრამაში მონაწილე ფიზიკური და ონლაინ მაღაზიები. მისი უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ შეძენის დროს მის გასააქტიურებლად უნდა გადაიხადოთ საფასური და საჭიროა ასახოთ ბარათზე მინიმალური თანხა, ასევე ითვალისწინებს ყოველწლიურ საკომისიო გადასახადს.
შეზღუდვები:
განაღდება ფოსტის ფილიალით სარგებლობის შემთხვევაში, დღიური მინიმალური თანხის რაოდენობა 600 ევროა, ხოლო თვიური კი 2500 ევრო. გადასახადების შემთხვევაში ყოველდღიურად შეგიძლიათ 3500, ხოლო ყოველთვიურად 10000-მდე ევროს ოდენობის თანხა გადაიხადოთ.
ღირებულება:
ბარათის შეძენის საფასურია 5 ევრო. ასევე საჭიროა 15 ევრო მინიმალური თანხა, რომელიც უნდა აისახოს თქვენს ბარათზე, საიდანაც 12 ევრო ჩამოგეჭრებათ, წლიური საკომისიო გადასახადის სახით. SEPA-ს შემთხვევაში, ანგარიშზე თანხის დარიცხვის (bonifico) საფასური 1 ევროა, თუ ოპერაცია განახორციელეთ ონლაინ ან APP-ის საშუალებით. ხოლო ფოსტის ფილიალის მომსახურეობის შემთხვევაში კი 3,50. ბანკომატიდან თანხის მოხსნა უფასოა, მაგრამ თუ ამისთვის ფოსტის ფილიალს მიმართავთ, საკომისიო ღირებულება 1 ევროს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხის გასანაღდებლად გამოიყენებთ სხვა ფილიალის ბანკომატს, ან ევროპის სხვა ქვეყნის ბანკომატს, ამ შემთხვევაში 2 ევროს გადახდა მოგიწევთ. ხოლო თუ თქვენ ისარგებლებთ ბარათით იმ ქვეყნებში, რომლებიც არ მიეკუთვნება ევროკავშირს, საფასური 5 ევროა და ასევე ემატება თანხის რაოდენობის 1,10%. ასევე თუ თქვენ ბარათის საშუალებით გაანაღდებთ უცხო ვალუტაში თანხას, მისი საფასური თანხის რაოდენობის 1,10% შეადგენს. თუ თქვენ ახორციელებთ გადარიცხვას BONIFICO SEPA INSTANTANEO (რაც იმას ნიშნავს რომ თქვენს მიერ გადარიცხული თანხა აისახება მომენტალურად) საფასური 1 ევროს შეადგენს. BONIFICO SEPA INSTANTANEO-ს შემთხვევაში დღიურად 5000 ევრომდე რაოდენობის თანხა შგიძლიათ გადარიცხოთ. ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

სოფო ჩუთლაშვილი
Tag: “პოსტეპეი” იტალიაში!
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დავუკავშირდეთ სატელეფონო ოპერატორებს იტალიაში?!





















































