იტალიაში, შუაგულ ტოსკანაში, ქალაქ პიზაში, დახრილი კოშკიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, ქართველმა ემიგრანტებმა ქართული ტრადიციული რესტორანი “VELLO D’ORO” – “ოქროს საწმისი” გახსნეს.
Vello D’oro სივრცეა, რომელიც სამშობლოს მონატრებული ემიგრანტებისთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რესტორანი. იტალიელებისა და ტურისტებისთვის კი ეს საქართველომდე მისასვლელი კიდევ ერთი გზაა – ქართული გემოს, ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის გავლით.
ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედია “ERMES TV – ერმესი მედია”, ინაუგურაციას დაესწრო და პროექტის ავტორების, ასევე ემიგრანტების, სიხარული გაიზიარა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ
პიზაში, ქალაქში, სადაც საუკუნეების ისტორია ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, ქართველმა ემიგრანტებმა საკუთარი ისტორიის ახალი თავის დაწერა დაიწყეს
მისამართი: Pisa, Via Domenico Cavalca 28
ტელ: +39 353 382 29 95
Facebook: VELLO D’ORO
SitoWeb: https://ristorantevellodoro.com
იხილეთ სიუჟეტი
ჟურნალისტი: ნინა მამუკაძე
ვიდეოგრაფი: ქეთა სორდინი ჯაფარიძე






















































