Licenziamento და dimissioni – სამსახურიდან გათავისუფლება და თქვენი უფლებები და ვალდებულებები – რას უნდა იცოდეთ?
სამუშაო ურთიერთობა შეიძლება დასრულდეს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის სურვილით.
თუ დამსაქმებელი წყვეტს ხელშეკრულებას – ამას ჰქვია გათავისუფლება, იგივე licenziamento.
თუ დასაქმებული პირი წყვეტს ხელშეკრულებას, ეს არის გადადგომა, იგივე dimissioni.
შეტყობინების ვადა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ესენია:
● რამდენსაათიანი სამუშაო ხელშეკრულება აქვს დასაქმებულს პირს
● სამუშაო სტაჟი, ანუ რა დროის მანძილზე მუშაობს ის ერთსა და იმავე დამსაქმებელთან
● ცხოვრობს თუ არა ის დამსაქმებლის ოჯახში
მაგალითად:
● თუ ხელშეკრულებაში გიწერიათ კვირაში 24 საათზე მეტი და სტაჟი 5 წელზე ნაკლებია – კანონი ორივე მხარეს აკისრებს 15 დღით ადრე გაფრთილების ვალდებულებას.
● 5 წელზე და მეტი სტაჟის შემთხვევაში – 30 დღით ადრე.
● თუ ხელშეკრულებაში გიწერიათ კვირაში 24 საათზე ნაკლები – ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 8, ან 15 დღე.
● თუ დასაქმებული პირი ცხოვრობს დამსაქმებლის ოჯახში – შეტყობინება უნდა იყოს 30, ან 60 დღე.
თუ ოჯახში დასაქმებული პირი თავის სურვილით, ან მიზეზით ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებას, ანუ გადადგომას, ვადები 50%-ით მცირდება.
რაც შეეხება ანაზღაურებას
თუ დამსაქმებელი არ ატყობინებს კანონით განკუთვნილი დროის ფარგლებში გათავისუფლების შესახებ, ის ვალდებულია გადაუხადოს ოჯახში დასაქმებულ პირს, იმ დღეების ხელფასი, რასაც ითვალისწინებს წინასწარ გაფრთხილების ვადები.
თუ ოჯახში დასაქმებული პირი ტოვებს სამსახურს გაფრთხილების გარეშე, მას ხელფასიდან დაექვითება შესაბამისი პერიოდის თანხა.
ნებისმიერ შემთხვევაში,
ოჯახში დასაქმებულ პირს ეკუთვნის გათავისუფლების თანხა – იგივე TFR (რომელიც გროვდება მთელი მუშაობის პერიოდში).
TFR-ის დასაანგარიშებლად ითვლება:
● თვიური ხელფასი
● მეცამეტე ხელფასი
● და (თუ დასაქმებული პირი ცხოვრობს დამსაქმებლის ოჯახში), ცხოვრების და კვების ხარჯები
აუცილებელი პირობაა რომ შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გაიგზავნოს INPS-ში.





















































