“კალაბრიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!”
საქართველოს გენერალური საკონსულო ბარიში – 2025 წლის 29 ივნისს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ეწვიონ ქ. რეჯო კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:
- ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება
- საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია
- ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება
- დამზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს : 10:00დან 14:00 საათამდე
შემდეგ მისამართზე: Grand Hotel Excelsior- საკონფერენციო დარბაზი, Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC
წარსადგენი საბუთები
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა:
- საქართველოს მოქალაქის პირადობა + ასლი
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის სრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
- ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი, ასევე უნდა მოხდეს ცნობის ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება. ****
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის არასრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება
- 9 წლიდან ბავშვის გამოცხადება სავალდებულოა.
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბავშვის ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
- ბავშვის დაბადების მოწმობა **თუ დაბადების მოწმობა გაცემულია იტალიაში (ან სხვა ქვეყანაში), წარმოადგინეთ აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internacional/Plurilingüe) დაბადების მოწმობის ორიგინალი
**თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარადგინეთ ორიგინალი ან ასლი.
- ბავშვის ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
- ორივე მშობლის პასპორტი ორიგინალი + ასლი
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 0809189650, 0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე).
წყარო: გენერალური საკონსულო ბარიში
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – პოლიცია მიგრანტზე ძალადობას უარჰყოფს – სკანდალი “სადეპორტაციო” ცენტრში





















































