კალაბრიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
2026 წლის 9 აგვისტოს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ეწვიონ ქ. რეჯო-კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:
- ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება
- საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია
- ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება
- დამზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს: 10:00-დან 14:00 საათამდე
შემდეგ მისამრთზე: Grand Hotel Excelsior- საკონფერენციო დარბაზი, მისამართი: Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC
წარსადგენი საბუთები
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა:
- საქართველოს მოქალაქის პირადობა + ასლი
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5-ზე
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის
სრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5-ზე
- ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი, ასევე უნდა მოხდეს ცნობის ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება. ****
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის არასრულწლოვანის შემთხვევაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:
- არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება
- 9 წლიდან ბავშვის გამოცხადება სავალდებულოა.
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბავშვის ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
- ბავშვის დაბადების მოწმობა **თუ დაბადების მოწმობა გაცემულია იტალიაში (ან სხვა ქვეყანაში), წარმოადგინეთ აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internacional/Plurilingüe) დაბადების მოწმობის ორიგინალი
- **თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარმოადგინეთ ორიგინალი ან ასლი.
- ბავშვის ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
- ორივე მშობლის პასპორტი ორიგინალი + ასლი
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 0809189650, 0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე).
ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲓᲔᲐ ᲧᲝᲚᲑᲐᲘᲐ ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲞᲝᲓᲙᲐᲡᲢᲨᲘ
ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲡᲢᲠᲝᲚᲝᲒᲘᲐ – ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲪᲐᲒᲐᲠᲔᲚᲘ ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲞᲝᲓᲙᲐᲡᲢᲨᲘ





















































