იტალიაში, უკვე რამდენიმე დღეა, მოქალაქეები მასიურად იღებენ შეტყობინებას INPS -დან (იტალიის სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი). თუმცა, უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ეს არის თაღლითური სქემა და მოუწოდებს, შეცდომაში არ შევიდნენ.
თაღლითური სმს-ები და იმეილები მიზნად ისახავენ პირადი მონაცემების მოპოვებას ან დავირუსებულ ბმულებზე გადასვლის იძულებას.
გაითვალისწინეთ, რომ INPS არასდროს აგზავნის სმს-ებს ან ელ. წერილებს დანართებით ან ბმულებით და არასდროს ითხოვს საბანკო მონაცემებს ელფოსტით, ტელეფონით ან მისამართზე გამოცხადებით.
როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ თავიდან INPS-ის სახელით თაღლითობა:
- არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებიც ითხოვენ პირად, ან საბანკო მონაცემებს – ინპსი ამ გზით ასეთ ინფორმაციას არასდროს ითხოვს.
- არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე – თაღლითური შეტყობინებები ხშირად შეიცავს ბმულებს ყალბ ვებსაიტებზე, რომლებიც ძალიან ჰგავს ინპს-ის საიტს.
- შეამოწმეთ გამომგზავნი – დააკვირდით ელ-ფოსტის მისამართს, ან სატელეფონო ნომერს. ინპს-ის ოფიციალური სმს-ები არ შეიცავს ბმულებს.
- შეატყობინეთ საეჭვო შეტყობინება – აცნობეთ ინპს-ს ან შესაბამის უწყებებს, თუ მიიღებთ საეჭვო შეტყობინებას.
- შეამოწმეთ ოფიციალური ინფორმაცია ინპს-ის ვებსაიტზე – ეწვიეთ INPS-ის საიტს სწორი და განახლებული ინფორმაციისთვის.
- გამოიყენეთ SPID ან CIE უსაფრთხო წვდომისთვის – პირადი სივრცის სანახავად გამოიყენეთ SPID (ციფრული იდენტობა) ან CIE (ელექტრონული პირადობის მოწმობა).
- არ უპასუხოთ შეტყობინებებს დანართებით – ინპსი არასდროს აგზავნის შეტყობინებებს ჩამოსატვირთი ფაილებით.
- არ გაავრცელოთ პირადი მონაცემები – არ მიაწოდოთ პირადი ინფორმაცია იმ პირს, რომელიც თავს ინპს-ის თანამშრომლად გასაღებს, თუ თქვენ თავად არ დაუკავშირდით.
- შეამოწმეთ ინპს-ის ლოგო და ელფოსტის მისამართი – თაღლითები ხშირად იყენებენ ლოგოს, მაგრამ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ელფოსტის მისამართი ნამდვილად ეკუთვნის ინპს-ს.
ასევე დაგაინტერსებთ: დასაქმება იტალიაში – განცხადებები





















































