იტალიაში პოლიციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ. გაირკვა, რომ უცხოელებს სთავაზობდნენ ყალბ სამუშაო კონტრაქტებსა და დოკუმენტებს, რათა ისინი ქვეყანაში არალეგალურად შესულიყვნენ. თითო ასეთი დოკუმენტი უცხოელებს 1,000-დან 5,000 ევრომდე უჯდებოდათ. Tag: დეპორტი
ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა 23 პროვინციაში. შემოწმდა 1317 უცხოელი და 167 კომპანია, ხოლო 9 პირი დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულებებისთვის იძებნებოდნენ.
საუბარია „ფლუსის“ (სეზონური მუშახელის მიღების პროგრამა) უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე. გაირკვა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, წარადგენდნენ ყალბ დოკუმენტებს. ამ გზით ისინი დიდ ფულს შოულობდნენ, თითო საქმე ათასობით ევრო ღირდა.
მაგალითად, პიაჩენცაში პოლიციამ შეამოწმა სასოფლო-სამეურნეო კომპანიები. გაირკვა, რომ ზოგიერთის სახელით გაყალბებული იყო განაცხადები, თითქოს ისინი უცხოელებს სამუშაოზე იწვევდნენ და იღებდნენ. საეჭვო საქმეები უკავშირდება დაახლოებით 70 უცხოელ მუშახელს. სულ იდენტიფიცირებული იქნა 128 უცხოელი, მათგან: ექვსი პირი უკვე დეპორტირდა, სამი გადაყვანილია სადეპორტოში, ორმა მიიღო ქვეყნიდან გაძევების ბრძანება.
ოპერაციას ხემძღვანელობდა სპეციალური ოპერატიული სამსახური (Sco) და მასში მონაწილეობდნენ ბარის, ბოლონიის, კალიარის, კალტანიზეტას, კაზერტას, ფოჯას, მილანის, ტორინოს, ტრევიზოსა და სხვა პროვინციების სპეცდანაყოფები. ჩართული იყვნენ ასევე კრიმინალის პრევენციის დეპარტამენტები და საიმიგრაციო ოფისები.
გამომძიებლების თქმით, ორგანიზებული ჯგუფები სარგებლობდნენ იმით, რომ უცხოელებს სურდათ ლეგალურად შემოსულიყვნენ და ემუშავთ იტალიის ტერიტორიაზე, რეალურად კი, საერთო სურათი სულ სხვა იყო. ეს ყველაფერი გადაიქცა ერთგვარ ბიზნესად, სადაც თითო დოკუმენტზე მოთხოვნილი თანხა 1,000-დან 5,000 ევრომდე იყო.
Tag: დეპორტი
ასევე დაგაინტერესებთ: არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით ბულგარეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს





















































