იტალია აფრიკული სიცხისთვის ემზადება, ტემპერატურა ქვეყნის უმეტეს ნაწილში 37°C და მეტს მიაღწევს, რომელიც მიმდინატე კვირაშივე დაიწყება და გაგრძელდება სულ მცირე თვის შუა რიცხვებამდე.
ჯანდაცვის სამინისტრომ მე-2 დონის გაფრთხილება გასცა, რაც მიუთითებს, რომ ამინდმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლოების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულებს.
ძლიერმა სიცხემ „ხელი შეუწყო“ ხანძარს სიცილიასა და კალაბრიაში.
პალერმოს რაიონში ხანძრის შესახებ რამდენიმე შეტყობინება დაფიქსირდა. საჭირო გახდა სახანძრო ბრიგადის და სატყეო დეპარტამენტის ჩარევა ისეთ რეგიონებში როგორიცაა:
სიცილია: პარტინიკო, სან ჯუზეპე ჯატო, მონრეალე, ბალესტრატე, მიზილმერი, და მონტე გრიფონე.
კალაბრია: სახანძრო ბრიგადის სამსახურმა 55 -ზე მეტი ოპერატიული დახმარება გასწია. ძირითადად ზემო იონიის და ზემო ტირენო კოზენტინოს რაიონებში მცენარეული საფარის ხანძრებისთვის. კასანო ალლო იონიოში 10 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ავტომაგისტრალზე A2 (ტარსიის რაიონში) ხანძარმა ავტომობილების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
ამჟამინდელი ამინდის მდგომარეობა მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს, არამხოლოდ გაუსაძლისი სიცხის, არამედ ხანძრების გამო, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანებსა და გარემოს. ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების მითითებების გათვალისწინება და ბავშვებისა და მოხუცების დაცვა ამ ცხელ პერიოდში.
ასევე დაფაინტერესებთ: იტალიის მასშტაბით მიგრანტთა საპროტესტო აქციები გაიმართება – ემიგრანტები იტალიაში





















































