იტალიაში მოღვაწე 15 წლის ქართველი ემიგრანტი სალომე ზუხბაია , რომელიც 9 წლიდან მსოფლიოშ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საოპერო თეატრის “ლა სკალას” გუნდში მღერის, მუსიკალური კონკურსის SCOOLVISION-ის ფინალშია.
მუსიკალურ კონკურსში, მილანის 22 სკოლა-ლიცეუმი მონაწილეობდა, აქედან ფინალისთვის, ხმის მიცემის პრინციპით, 16 წარმომადგენელი შეირჩა, რომელთა შორისაც სალომეს და მისი თანაკლასელის დუეტი SALO & VALE, ქულებით მეორე ადგილზე გავიდნენ. გოგონები ჯუზეპე ვერდის ლიცეუმს წარმოადგენენ.
ფინალი 17 მაისს მილანში, Teatro lirico Giorgio Gaber-ში გაიმართება.
“ყველა თქვენთაგანის აქტიურობით, ხმის მიცემით, სალო და ვალე ფინალში მოხვდნენ. მადლობა, მადლობა თქვენ, ყველას, ასე რომ გულშემატკივრობდით სალომეს. წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებ Salo&Vale-ს.
საფინალო კონცერტი შედგება 17 მაისს. Teatro lirico Giorgio Gaber. ვისაც სურვილი გაქვთ კონცერტის დასწრების…ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე https://www.ticketsms.it/…/Schoolvision-Milano-La-Finale…” – გვიზიარებს ემოციებს სალომეს დედა, ჟანა ზუხბაია.
ERMES TV-ის რედაქცია წარმატებას უსურვებს და მხარდაჭერას უცხადებს ნიჭიერ ქართველ მომღერალ სალომე ზუხბაიას.






















































