იტალიის ქალაქ უდინეში, ყალბი საბუთების საქმეზე, ქართველ მომვლელებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. 7 ქართველი ქალი დააკავეს, ხოლო 22-ს ოფიციალიური გაფრთხილება მიეცა გამოძიების დაწყების შესახებ.
საქმე ეხება ყალბ დოკუმენტებს, რომლითა საშუალებითაც ეს პიროვნებები ევროკავშირის მოქალაქეებად ფიქსირდებოდნენ, რათა იტალიაში მუშაობის და ცხოვრების უფლება მიეღოთ. ინფორმაციას, იტალიური პრესა ავრცელებს.
დაკავებული ქალები 24-დან 66 წლამდე არიან. ისინი აცხადებდნენ, რომ იყვნენ სლოვაკეთის, პოლონეთის ან ბულგარეთის მოქალაქეები და წარადგენდნენ ამ ქვეყნების ID ბარათებს. ამ გზით იღებდნენ იტალიურ ფისკალურ კოდს (codice fiscale) და საქმდებოდნენ მომვლელებად.
გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კოოპერატივის (დასაქმების ოფისის) თანამშრომელმა, პოლიციას მიაწოდა ეჭვმიტანილთა სია. ოპერაცია ჩატარდა მთელი იტალიის მასშტაბით და 70-ზე მეტი ჩხრეკა განხორციელდა. საბოლოოდ ამოღებულია 2 ათეილზე მეტი ყალბი დოკუმენტი, მათ შორის ფისკალური კოდები და შრომითი ხელშეკრულებები.
დაკავებულები სხვადასხვა პროვინციაში მუშაობდნენ მომვლელებად და სარგებლობდნენ იმ პირობებით, რომლებიც კანონიერად მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს ეკუთვნით.
ასევე დაგაინტერესებთ: ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის, იტალიის პოლიციამ 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა





















































