იაფი ფრენები – ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France რომელიც Air France-KLM Group-ის ნაწილია, 2025 წლის აპრილიდან დაიწყებს რეგულარულ პირდაპირ ფრენებს პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზის ავიაბილეთის შეძენა 79 ევროდანააშესაძლებელი. ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
ფრენის განრიგი:
- პარიზი – თბილისი: ოთხშაბათი, შაბათი.
- თბილისი – პარიზი: ოთხშაბათი, შაბათი.
აქამდე, პარიზსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს Air France და Georgian Airways ახორციელებდნენ, ახლა კი მათ რიგს Transavia Franceუერთდება, რომელიც მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტურ და მოქნილ ალტერნატივას სთავაზობს.
ასევე დაგაინტერესებთ: ქუთაისის აეროპორტიდან ესპანეთისა და გერმანიის ორი ქალაქის მიმართულებით ფრენები აღდგება






















































