უდიდესი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გორში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ნინო ბოლაშვილი, რომელიც იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყო. იტალიის საემიგრაციო საზოგადოება, შეძრწუნებულია მომხდარით. ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ როგორც ოჯახის ახლობლები და ნაცნობ-მეგობრები, ასევე უამრავი ქართველი ემიგრანტი და საქართველოს მოქალაქე. ნინო, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, კარგად იყო ცნობილი თავისი საქმიანობიდან (წარმოადგენდა საემიგრაციო და ფისკალური მომსახურების ორგანიზაციას GEO HOUSE, იტალიის ქალაქ ბარიში) და ადამიანობიდან გამომდინარე.
“ერმესი მედიის” დამფუძნებელი ნინა მამუკაძე და სრულიად რედაქცია, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.





















































