გიორგი რამაზაშვილი “თუშური ფოლკლორის კვალდაკვალ”!
ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დარბაზში, მეუფე აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევითა და არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე) თანადგომით, კვირას, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, პოეტი გიორგი რამაზაშვილი შემოქმედებით საღამოს გამართავს!
ორგანიზატორები: მაია ხომერიკი, ლარისა გოგუა, რევაზ ჭეიშვილი.
მონაწილეობენ: ანსამბლი “ნანილა”, ტრიო “ტერცია”, ანა სურმავა, თამარ ხომერიკი, წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიება “თუშური ფოლკლორის კვალდაკვალ” – ეძღვნება საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძისა და კახა თილიძის უკვდავებას!
- 13 აპრილი, 14:00 საათი, Via Dei Serragli 102
დასწრება თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართველი სპორტსმენები იტალიაში – სოფია ღურწკაიას კიდევ ერთი წარმატება იტალიაში






















































