იტალიაში, ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძრის დარბაზში, მეუფე აბრაამ გარმელიას ლოცვა-კურთხევითა და არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის თანადგომით, გაიმართა ემიგრანტი პოეტის, გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო “თუშური ფოლკლორის კვალდაკვალ”. ღონისძიება საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და კახა თილიძის უკვდავებას მიეძღვნა. Tag: გიორგი რამაზაშვილი
დღემდე, გიორგი რამაზაშვილი ს, პოეტის, რომელიც როგორც სალიტერატურო, ისე თუშურ დიალექტზე წერს, 20-ზე მეტი შემოქმედებითი პერსონალური საღამოა ჩატარებული, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე სხვადასხვა ქვეყნასა და ქალაქში. ღონისძიებას ემიგრანტი ჟურნალისტი, მაია ხომერიკი უძღვებოდა. მასთან ერთად, საღამოს ორგანიზატორები გახლდნენ, წმინდა ნინოს ქართულ ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის პედაგოგები ლარისა გოგუა და რეზო ჭეიშვილი.
საღამო განსაკუთრებით გაალამაზა სამრევლოსთან არსებული მგალობელთა გუნდის “ნანილას” შემოქმედებამ, მაია სიმონიშვილის ხელმძღვანელობით და ტრიო ტერციას ულამაზესმა ჰანგებმა.
ასევე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური გახლდათ საკვირაო სკოლის მუსიკის პედაგოგის ლალი მიშველიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეების მიერ შესრულებული სიმღერა და მათ მიერ წაკითხული ლექსები.
როგორც აღვნიშნეთ, ღონისძიება საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს და კახა თილიძეს ეძღვნებოდა და შეკრებილი საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა გიორგი რამაზაშვილის ანსამბლ ნანილასთან ერთად შესრულებული ლევან აბულაძის იერემო დატირება და ანწუხელიძის გამზრდელი დეიდის, ნინო პაქსაშვილის მისალმება, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა.
პოეტს სპეციალურად ამ დღისთვის ლექსები მიუძღვნეს და საზოგადოების წინაშე წარსდგენენ თამარ ხომერიკი, მანანა ლუხუტაშვილი, ლარისა გოგუა, ანა სურმავა და ქართველების დიდი მეგობარი ფრანჩესკო ტრეჩი.. წაიკითხეს ასევე ზოია სადუნიშვილის, კოსტა მარხვაიძისა და ნაზი ხაპრიძის პოეტისადმი მიძღვნილი ლექსები. ხოლო ემიგრანტმა მხატვარმა ზვიად წყარუაშვილმა პოეტს საკუთარი ხელით შესრულებული დართლო უსახსოვრა, სადაც პოეტმა, მშობლიური კარ-მიდამოც აღმოაჩინა.
როგორც თავად გიორგი რამაზაშვილი, აღნიშნავს, ყოველ საღამოს თავისებურად სდევს საოცარი ვნებათაღელვა, ნერვიულობა და ემოცია, ყოველი საღამო სითბოთი და სიყვარულით სრულდება. ასე მოხდა ფლორენციაშიც.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიაში ემიგრანტი მხატვრის რეზო ივერიელის პერსონალური გამოფენა მოეწყო – სიუჟეტი






















































