გიორგი ფოცხიშვილი და მაია მახათელი, 9 მარტს, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე “OUTSTANDING ACHIEVEMENT IN BALLET AWARD 2025”-ზე, “მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, გიორგი ფოცხიშვილის მამა, Royal National ballet of Georgia-ს ხელმძღვანელი, გელა ფოცხიშვილი გვიზიარებს.
გელა ფოცხიშვილი: ჯილდო – “მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” დაჯილდოვდა ორი ქართველი მსოფლიო ვარსკვლავი, მაია მახათელი & გიორგი ფოცხიშვილი – ცერემონია გაიმართა ლონდონის კოლიზეუმში გუშინ. წარმატებები ორ დიდ ხელოვან ქართველს! ბრავო! ბრავო! ბრავო!























































