გილოცავთ ბარბარობას! შეგეწიოთ და დაგიფაროთ წმიდა ბარბარემ წინააღმდგომთაგან. მრავალს დაესწარით!
ტროპარი:
ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნითა ჯვარისათა.
ქალწულებითა განმშვენებულო, წამებითა განბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, მოწამე ბარბარე – მეოხ-გვეყავნ ჩვენ ცოდვილთ
კონდაკი:
სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და გინებანი შეურაცხჰყვენ და მაღლად ღაღადებ: სამებასა წმიდასა ვესავ და ერთ ღვთაებით ვადიდებ.






















































