ღამის მომვლელის (ბადანტეს) ხელფასი იტალიაში დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის: სამუშაო ხელშეკრულების ტიპზე (BS, CS, DS), ღამის საათებში დახმარების საჭიროებაზე და იმაზე, არის თუ არა მომვლელი თანამცხოვრები (convivente o non convivente).
ღამით დარჩენა (presenza notturna)
თუ მომვლელი ღამით მხოლოდ იმყოფება დამსაქებლის სახლში და არ უწევს დახმარებას, მინიმალური თვიური ანაზღაურება დაახლოებით 773 ევროა.
ღამის დახმარება (assistenza notturna)
თუ მომვლელი ღამით უვლის და აქტიურად ეხმარება ბენეფიციარს, ანაზღაურება ბოლო მონაცემებით შემდეგია: BS დონე – დაახლოებით 1,154 ევრო; CS დონე – დაახლოებით 1,308; DS დონე – დაახლოებით 1,616 ევრო
მნიშვნელოვანი: 2026 წლიდან, ოჯახებში დასაქმებულთათვის ხელფასების მცირედით გაზრდა დაანონსდა დაახლოებით 40 ევრო. შესაბამისად, მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
დამატებითი დეტალები
ღამის დამხმარე: როცა მომვლელი ღამით აქტიურად ეხმარება ბენეფიციარს, მისი ხელფასი იზრდება და დამოკიდებულია სამუშაო კონტრაქტის დონეზე და რეალურად შესრულებულ სამუშაო საათებზე. ასევე გათვალისწინებულია ღამის შრომისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს დამატებითი ანაზღაურება.
ღამით ყოფნა: როცა მომვლელი ღამით მხოლოდ იმყოფება სახლში, ანაზღაურება ნაკლებია და ჩვეულებრივ, ფიქსირებული თვიური თანხაა, რომელიც ხშირად არ არის დამოკიდებული სამუშაო კონტრაქტის დონეზე.
დამატებითი ხარჯები
ხელფასის გარდა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ხარჯები: სოციალური შენატანები, კონტრაქტის დახურვის კომპენსაცია (TFR – Trattamento di Fine Rapporto), მეცამეტე ხელფასი (თუ გათვალისწინებულია), თანაცხოვრების შემთხვევაში კვება და საცხოვრებელი.
დასკვნა
ამგვარად, ღამის მომვლელის ზუსტი ხელფასის დასადგენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: სერვისის ტიპი (აქტიური დახმარება თუ მხოლოდ ყოფნა), მომვლელის სამუშაო კონტრაქტის ტიპი, შესრულებული სამუშაო საათები, კონტრაქტით გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურება.
ასევე დაგაინტერესებთ: “ბადანტის”, დიასახლისის, ძიძის ხელფასი იტალიაში – 2025 წლის განახლებული ცხრილი





















































