გერმანია და მიგრაცია – გერმანია დაჩქარებული მოქალაქეობის მიღების უფლების გაუქმებას, ოჯახების გაერთიანების 2 წლით შეჩერებას და მკაცრი სასაზღვრო კონტროლის შემოღებას გეგმავს.
მიგრაციის პოლიტიკის სერიოზულ გამკაცრებას გერმანიის ახალი მმართველი კოალიცია აპირებს, რომლის შემადგენლობაშიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU), ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიული ბლოკი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) შედის.





















































