14–15 ივნისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ წარმატებით გაიმართა Georgia Fashion Week-ის / საქართველოს მოდის კვირეულის მეხუთე სეზონი.
Georgia Fashion Week ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 2025–2026 წლების შემოდგომა–ზამთრის prêt‑à‑porter და haute couture კოლექციები. მოდის კვირეულმა მასპინძლობა გაუწია როგორც უკვე ცნობილ, ისე დამწყებ ქართველ და უცხოელ დიზაინერებს — სულ 22 შემოქმედს, და ერთ სივრცეში გააერთიანა ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები, ფერთა პალიტრა და სტილისტური მიმართულებები.
16 ივნისს გაიმართა მოდის კვირეულის დასკვნითი ეტაპი — დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ამ პლატფორმის მნიშვნელობას.
წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სიახლეებით, მრავალფეროვანი იდეებითა და ექსპერიმენტული მიდგომებით. დიზაინერების თავისუფალმა ხედვამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოს მოდის ინდუსტრიის მზარდი პოტენციალი და საერთაშორისო მასშტაბებით განვითარების ტენდენცია.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სოციალური პასუხისმგებლობის თემასაც — სპეციალური ინიციატივის, „პროექტი ვარდისფერი სივრცის მხარდასაჭერად“, ფარგლებში, პოდიუმზე ონკო‑პაციენტები გამოჩნდნენ. ეს იყო არა მხოლოდ ემოციური და შთამაგონებელი ნაწილი შოუსი, არამედ ძლიერი სოციალური გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს ხელოვნებისა და თანადგომის გაერთიანებულ ძალას.

შეგახსენებთ, რომ Georgia Fashion Week-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გახლავთ თინათინ მაღალაშვილი, ხოლო თანადამფუძნებელი კი – ციცი გოგინაშვილი.
თინათინ მაღალაშვილი — ცნობილი ქართველი მოდის დიზაინერი, არქიტექტორი და მხატვარი. მისი სახელი უკვე მრავალი წელია ასოცირდება ექსკლუზიურ და უნიკალურ ხელწერასთან და მისი შემოქმედება სცდება საქართველოს საზღვრებს.
Georgia Fashion Week / საქართველოს მოდის კვირეულის მე–5 სეზონის მონაწილეები

ჩვენ, რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:










ავტორები: ნინა მამუკაძე | ნეტო ბენდელიანი






















































