გარდაიცვალა ემიგრანტი ლია ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში ემიგრაციაში, იტალიის ქალქ პისტოიაში მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ ექიმებმა მძიმე სენის დიაგნოზი დაუსვეს, სამწუხაროდ, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა. ლიას მშობლიურ ვანში დაკრძალავენ. ახალგაზრდა ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ნონა მაჭარაშვილი წერს, რომელიც საავადმყოფოში მის თარჯიმნობას უწევდა.
“სულ სამთვიანი ნაცნობობა გვაკავშირებდა, მაგრამ სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში… ძალიან მენანები მიწისთვის, ჯერ მხოლოდ 48 წლის…
დამპირდა, დავბრუნდებიო, რომ ვაცილებდი. მე ამ ბოლო საუბრისას უკან ვაბრუნებდი თავს მალიმალ, რომ ჩემი სახე არ დაენახა, თუ რას განვიცდიდი იმ მომენტში…
“Lei è a fin di vita purtroppo, sono rimasti 2-3 mesi e dovrebbe trascorrere questo periodo con i suoi cari… (სიკვდილის პირასაა, მხოლოდ 2-3 თვე აქვს დარჩენილი. უკეთესია, თუ ამ დროს, ახლობლების გარემოცვაში გაატარებს…).”
ეს სიტყვები თარგმანის გარეშე დავტოვეთ მე და მისმა ექიმმა და ზუსტად ასე მოხდა სამწუხაროდ.
სასუფეველი ჰქონდეს შენს სულს ლია, ძვირფასო, უზომოდ დაგვწყვიტე გული ყველას, ყველა ემიგრანტს, ვინც შენ გიცნობდა!” – წერს ნონა მაჭარაშვილი.
ERMES.TV-ის რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ 13 ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲔᲡ





















































