გაფრთხილება! – გასულ ხუთშაბათს, 12 ივნისს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც, ოთხშაბათს, 18 ივნისს და ხუთშაბათს, 19 ივნისს, საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარდება პოლიციის საყოველთაო კონტროლი, რომელიც ე.წ “არალეგალური მიგრაციის” აღმოსაფხვრელად დაიგეგმა. Tag: საფრანგეთის ემიგრანტები
ბრუნო რეტაიოს მიერ გამოცემულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ შინაგანი უსაფრთხოების ძალების მიერ, გამკაცრებული კონტროლი იქნება, კერძოდ მატარებლის სადგურებში, ასევე სადგურში არსებული გამგზავრების და ჩამოსვლის ავტობუსებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმებას.
პოლიციის საყოველთაო კონტროლი უწყვეტად გაგრძელდება 18 ივნისის დილის 08:00 საათიდან, 19 ივნისის 20:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, 20 და 21 მაისს ჩატარებული პოლიციის საყოველთაო კონტროლის შედეგად, 750 არალეგალი დააკავეს.
Tag: საფრანგეთის ემიგრანტები
წყარო: Radio Exilis
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიის მასშტაბით მიგრანტთა საპროტესტო აქციები გაიმართება – ემიგრანტები იტალიაში





















































