განათლება იტალიაში – ნეაპოლში მდებარე ელენა დი სავოიას პროფესიული სასწავლებელი აცხადებს ღია კარის დღეს.
ამ მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართველი ტარჯიმანი და მედიატორი ნეაპოლში, მაკა ხაჩოშვილი გვიზიარებს.
სასწავლებელი იწვევს ყველა მსურველს შემდეგი სპეციალობების შესასწავლად:
- ენოგასტრონომია და სასტუმრო მომსახურება (Enogastronomia e ospitalità alberghiera), კულინარია..
- ეკონომიკის ტექნიკოსი (Tecnico economico)
- ტურიზმის სპეციალისტი (Turistico)
- ტექნოლოგიური ტექნიკოსი (Tecnico tecnologico)
- ინფორმატიკა და ტელეკომუნიკაციები (Informatica e telecomunicazioni)
- მეცნიერული ლიცეუმი — გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით (Scientifico e L.S. Scienze applicate)
– სწავლა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების მსურველებისთვის.
– სასწავლო პროცესი სრულიად უფასოა.
სწავლის დაწყებისათვის საჭირო პირობები:
- არასრულწლოვნებისთვის ბინადრობის ნებართვის არქონა პრობლემას არ წარმოადგენს
- სრულწლოვნებისთვის აუცილებელია ბინადრობის ნებართვა
- აუცილებელია მინიმუმ 9 კლასის დასრულება (საქართველოში ან იტალიაში)
თარიღი: 22 აპრილი
დრო: 18:00
ადგილი: Istituto Alberghiero Elena Di Savoia, Napoli
მისამართი: Largo S. Marcellino 15
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ პირადად დაესწროთ ღია კარის დღეს!
Tag: განათლება იტალიაში
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐ – ᲣᲤᲐᲡᲝ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲢᲔᲠᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲜᲔᲐᲞᲝᲚᲨᲘ






















































