ევროპაში ვიზალიბერაციის რეჟიმით მოგზაურობისას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების ზუსტი კონტროლი. მოქმედი წესების მიხედვით, ვიზალიბერაციით მოგზაურებს უფლება აქვთ, შენგენის ქვეყნებში იმყოფებოდნენ 90 დღით ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის ფარგლებში.
Tag: ევროპაში მოგზაურობა
იმისათვის, რომ მოგზაურობისას თავიდან აიცილოთ შესაძლო სამართლებრივი პრობლემები, ან ევროპაში მომავალი შესვლისას უარი, რეკომენდებულია მონიტორინგი.
სწორედ ამ მიზნით არსებობს სპეციალური ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თავად, მარტივად გამოითვალოთ ლეგალურად დარჩენილი დღეების რაოდენობა. საკმარისია, მიუთითოთ თქვენი ევროპაში შესვლისა და გასვლის თარიღები და სისტემა ავტომატურად დააანგარიშებს დარჩენილ დღეებს.
🔗 ონლაინ კალკულატორი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.visa-calculator.com
ეს მარტივი ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი გაუგებრობა, არასწორად დაგეგმილი მოგზაურობა, ან ევროკავშირის ქვეყნებში რეგულაციების დარღვევა. პლატფორმის გამოყენება უფასოა და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია.
Tag: ევროპაში მოგზაურობა
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიაში საზაფხულო ფასდაკლებები დაიწყო – თარიღები






















































