Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში აცხადებს იტალიაში მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების დაწყებას.
Tag: მოხალისე იტალიაში
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იტალიური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 თვე (2026 წლის მაისიდან)
ასაკი: 18-დან 30 წლამდე
პროექტის მთავარი მიზნებია:
- სოციალური იზოლაციის შემცირება და უსაფრთხო, ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ურთიერთობების დამყარებას და საზოგადოების ნაწილად იგრძნობენ თავს;
- არაფორმალური განათლების საშუალებით სოციალური, კომუნიკაციური და პიროვნული უნარების განვითარება;
- ახალგაზრდებში თვითდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და პიროვნული ზრდა.
ყველა აქტივობა მორგებულია მონაწილეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ხელს უწყობს მათ ჩართულობასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში.
ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამა (ESC) სრულად აფინანსებს მოხალისეობის პერიოდს – დაფინანსებულია მგზავრობა, საცხოვრებელი, დაზღვევა, კვებისა და ჯიბის ფული.
დეტალური ინფორმაცია: https://drive.google.com/…/10r0bIOZ8H1KZwVgxHba…/view…
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV, სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე და იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ, საიდან გაქვთ ენის ცოდნა) გაგზავნეთ მეილზე: katty.gulordava@droni.org
Subject line-ში ჩაწერეთ “მოხალისეობა იტალიაში”
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: რაც შეიძლება მალე!
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲡ ᲡᲐᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲝ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ ᲛᲙᲐᲪᲠᲓᲔᲑᲐ?! – ᲠᲐ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ 2026 ᲬᲔᲚᲡ?!





















































