ესპანეთი იწყებს ფართომასშტაბიან პროგრამას, რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი არალეგალი მიგრანტის სამართლებრივი სტატუსის დარეგულირებას ისახავს მიზნად. Tag: ლეგალიზება ესპანეთში
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე დაამტკიცა შესაბამისი სამეფო განკარგულება, რომელიც ლეგალიზაციის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია არსებული რეალობის აღიარებისა და მიგრაციის საკითხის უფრო მოწესრიგებული მართვისთვის.
სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, რომ ინიციატივა არა მხოლოდ უფლებების აღიარებას, არამედ პასუხისმგებლობის გაზიარებასაც გულისხმობს, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თანაბარ პირობებში შეძლონ არსებობა და საქმიანობა.
მიგრაციის მინისტრის, ელმა საისის ინფორმაციით, განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.
პროგრამა შეეხება იმ პირებს, რომლებიც ესპანეთში მინიმუმ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობენ და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადი 2025 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ შეტანილი. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ნასამართლეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
ასევე, ინიციატივა გავრცელდება იმ მიგრანტების შვილებზე, რომლებიც უკვე ესპანეთში იმყოფებიან.
Tag: ლეგალიზება ესპანეთში
ასევე იხილეთ: 10 ᲐᲞᲠᲘᲚᲘᲓᲐᲜ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲨᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ – EES





















































