თბილისის ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა იტალიაში, ჰიპოკრატეს აკადემიის მოწვევით გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას ესწრებოდა, სადაც კლინიკის დირექტორმა ბატონმა დავით სტურუამ და მთავარმა ექიმმა, ქალბატონმა დეა ნიჟარაძემ, ფაგოთერაპიის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას ქართველი თარჯიმანი და მედიატორი ნეაპოლში, მაკა ხაჩოშვილი გვიზიარებს, რომელიც ასევე ფაგოთერაპიის ცენტრის წარმომადგენელიც გახლავთ იტალიაში.

Tag: ფაგოთერაპიის ცენტრი
მაკა ხაჩოშვილი: “ზუსტად ერთი წელია, რაც ფაგოთერაპიის ცენტრის კოორდინატორი ვარ იტალიაში, რომელმაც საშუალება მომცა ჩავრთულიყავი იმ დიდ საქმეში, რომელიც უნიკალურ ქართულ მეცნიერებას, ფაგოთერაპიას, მეტად უხსნის საერთაშორისო საზღვრებს.
ეს წარმატება ჩემთვის არა მხოლოდ პირადი პატივია, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის ქართული მეცნიერების, მედიცინის და ხედვის წარმატება მსოფლიო მიმართულებით.

გულწრფელად ვუხდი მადლობას ბატონ დავით სტურუას და ქალბატონ დეა ნიჟარაძეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ დავრწმინდი: როცა იდეები საზღვრებს სცდება, ეს გზა ნდობაზე და ერთგულებაზე უნდა აიგოს.
ეს ლექცია, ეს გამოჩენა საერთაშორისო სამედიცინო სივრცეში ბევრს ნიშნავს მაგრამ ყველაზე მეტად ნიშნავს ერთს: ქართულ საქმეს აქვს ძალა, როცა მას გულით ემსახურები. ვგრძნობ, რომ ჩემი წვლილი, თუნდაც მცირე, მიეკუთვნება იმ ქვეყნის ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ წერს თავის დიდ მომავალს!”
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – ახალი სერვისცენტრი ემიგრანტებისთვის პისტოიაში





















































