ფრენები იტალიიდან – “დანიშნეთ პირდაპირი ფრენები ცენტრალური იტალიიდან საქართველოს მიმართულებით!”- ცენტრალურ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, კომპეტენტური პირებისგან დაბალბიუჯეტური პირდაპირი ფრენების დანიშვნას ითხოვენ. სპეციალურად ამისთვის შეიქმნა პეტიცია. ემიგრანტების მოთხოვნა კი, უფრო დეტალურად შემდეგია:
“იტალიაში, კერძოდ კი ცენტრალურ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რაოდენობის ზრდისა და გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ოფიციალურად მოვითხოვთ კომპეტენტური ორგანოებისგან, დაინიშნოს პირდაპირი, დაბალბიუჯეტური ფრენები (Wizzair, Ryanair) საქართველოს მიმართულებით, განსაკუთრებით თბილისის მიმართულებით, პიზის, ფლორენციის ან ბოლონიის აეროპორტებიდან.
მხოლოდ აეროპორტამდე რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა ძალიან რთულია ათასობით ემიგრანტისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებთათვის, რომლებსაც დამატებით რამდენიმე საათი უწევთ მგზავრობა ქუთაისიდან ოჯახებამდე. პირდაპირი ფრენების დანიშვნა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების ცხოვრებას, შეამცირებს მგზავრობის ხარჯებს და გააუმჯობესებს კავშირს სამშობლოსთან.”
შეუერთდით პეტიციას და მოაწერეთ ხელი ბმულზე!
ასევე დაგაინტერესებთ: თუ იტალიაში პოლიციამ გაგაჩერათ და საბუთების შემოწმება მოითხოვა…





















































