საქართველოს ელჩი იტალიაში – თამარ ლილუაშვილი დაინიშნა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს წარმომადგენლად.
ამ დრომდე იგი იყო უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მანამდე კი ბულგარეთის რესპუბლიკაში ასრულებდა ანალოგიურ ფუნქციას.
თამარ ლილუაშვილს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. იგი ყოფილა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე.
ის ახალ პოზიციაზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებს.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – როგორ დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს და როგორ დავნიშნოთ ვიზიტი?!





















































