ბინადრობის ნებართვა იტალიაში – ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და როგორ ავიცილოთ ისინი სტრესის გარეშე
თუ იტალიაში ცხოვრობ, გეცოდინება რამდენად მნიშვნელოვანია ბინადრობის ნებართვის დროულად განახლება, მაგრამ ისიც გეცოდინება, რამდენად რთული და სტრესულია ეს პროცესი – საბუთები, რიგები, შეხვედრები და მუდმივი შიში, რამე არ შეგეშალოს.
სიმართლე ისაა, რომ ბევრი ჩვენგანი ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს.
არა იმიტომ, რომ უყურადღებო ვართ, უბრალოდ, ხშირად არავინ გვიხსნის, როგორ გავაკეთოთ ყველაფერი სწორად.
ამ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ: ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე და იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ ისინი მარტივად.
1. ბოლო მომენტამდე გადადება
ხშირად ვფიქრობთ: „ჯერ დრო არის“ და ყველაფერს ბოლო წუთზე ვაკეთებთ.
სინამდვილეში, განახლების დაწყება შესაძლებელია ვადის ამოწურვამდე 60 დღით ადრე.
რატომ არის ეს პრობლემა?
თუ საბუთებში რაიმე შეცდომა აღმოჩნდა, აღარ გაქვს დრო მის გამოსასწორებლად.
რჩევა: შეამოწმე ბინადრობის ნებართვის ვადა და დროულად დაიწყე მზადება. ეს ბევრ სტრესს აგარიდებს.
2. არასრული დოკუმენტები
ეს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თითქოს ყველაფერი მოამზადე, მაგრამ რაღაც საბუთი მაინც გაკლია.
ხშირად აკლია:
- განახლებული სამუშაო კონტრაქტი
- ბოლო ხელფასის ამონაწერები
- პასპორტის სრული ასლი
შედეგი: პროცესი ჩერდება ან ვადები ხანგრძლივდება.
რჩევა: წინასწარ შეადგინე სია და ყურადღებით გადაამოწმე ყველაფერი. სჯობს ორჯერ გადაამოწმო.
3. შეცდომები ფოსტის “კიტის” შევსებისას
“კიტის” შევსება მარტივი არ არის. ხშირია მონაცემების შეცდომით შეყვანა ან ხელმოწერის დავიწყება.
შედეგი: დაგვიანება ან პროცესის თავიდან დაწყება.
რჩევა: თუ დარწმუნებული არ ხარ, სჯობს დახმარება ითხოვო.
4. არასწორი ან დაუზუსტებელი მისამართი
შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ მისამართი არასწორია:
- წერილებს ვერ მიიღებ
- შეიძლება გამოგრჩეს მნიშვნელოვანი გამოძახება
რჩევა: დარწმუნდი, რომ შენი მისამართი სწორად არის რეგისტრირებული და შენი სახელი და გვარი წერია საფოსტო ყუთზე.
5. არასანდო ადამიანებზე დაყრდნობა
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ეს სერიოზული პრობლემაა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც:
- ფულს იღებენ
- დახმარებას გპირდებიან
- მაგრამ რეალურად არ აქვთ შესაბამისი ცოდნა
და საბოლოოდ ზარალდები შენ.
რჩევა: მიმართე მხოლოდ სანდო ორგანიზაციებს: patronato CAF, კვალიფიცირებულ სპეციალისტებს
მთავარი რჩევა
არ არის საჭირო ყველაფერი იდეალურად გააკეთო.
მთავარია, ყველაფერი გააკეთო მშვიდად და ყურადღებით.
- დაიწყე ადრე
- გადაამოწმე დეტალები
- ითხოვე დახმარება, როცა საჭიროა
ბინადრობის ნებართვის განახლება მარტივი პროცესი არ არის და ეს ყველამ იცის, ვინც ამ გზას გადის.
მაგრამ რაც მთავარია, ბევრი შეცდომის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ იცი როგორ იმოქმედო.
ასევე იხილეთ: ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ – ᲣᲤᲐᲡᲝ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲘᲦᲔᲑᲐᲡ ᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲡ





















































