“ბადანტემ” ლატარიაში მოგებული თანხით საჩუქრები შეიძინა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. საშობაო საპრიზო გათამაშებიდან დაიბადა გულუხვობისა და ალტრუიზმის ისტორია, რომელიც არა მხოლოდ შთამბეჭდავია, არამედ დიდ მაგალითსაც იძლევა. მთავარი გმირი არის გეორგიტა სტატე, 51 წლის რუმინელი ქალი, რომელიც უკვე 27 წელია იტალიაში ცხოვრობს და ხანდაზმულთა მომვლელად მუშაობს.
გეორგიტამ ათასი ევროს ვაუჩერის ნახევარი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში მოიგო სხვადასხვა მოდელის ფეხსაცმელის შესაძნეად დახარჯა, თუმცა, არც ერთი მათგანი მისი ზომის არ იყო. ასეთმა შოპინგმა ჯერ დააინტერესა, შემდეგ კი სასიამოვნოდ გააოცა როგორც მაღაზიის მფლობელი, ასევე ლატარიის ორგანიზატორები, როდესაც გაიგეს, რომ ფეხსაცმელი განკუთვნილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეძენის საშულება არ აქვთ.
როდესაც მის კეთილშობილურ ჟესტზე ჰკითხეს, 51 წლის ქალმა თქვა: „გულუხვობა ჩემი ხასიათის ნაწილია და ამიტომ, მოგებული თანხის ნაწილით, საჩუქრები გავუკეთე მათ, ვისაც ჩემზე მეტად სჭირდება. ოთხი და-ძმა ვიყავით, მამა ცხვრის მწყემსი იყო, დედა – დიასახლისი. ახლა ორივე მოხუცია და ცხოვრობენ მამის ასი ევროს ოდენობის პენსიით. ჩვენ ყველა და-ძმამ ადრევე დავტოვეთ სახლი და ევროპაში ბედის საძებნელად წამოვედით. ყველას გამოგვივიდა ღირსეული ცხოვრების აშენება, მაგრამ იმ წლების მოგონება, მკაფიოდ დამრჩა და როცა სხვებს გაჭირვებაში ვხედავ, თუ შემიძლია, ყოველთვის ვცდილობ რამე გავაკეთო მათთვის“.
ასევე იხილეთ:ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲘᲓᲐᲜ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲐᲚᲘ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲨᲘ ᲒᲐᲠᲓᲐᲘᲪᲕᲐᲚᲐ





















































