ბადანტე რომელმაც მოხუცი მოკლა, ექსპერტიზამ შეურაცხადად სცნო.
ტრაგედია 2024 წლის ივნისში, სამხრეთ იტალიის ქალალ კასტრინიანო დე გრეჩიში დატრიალდა. გამოძიება, 36 წლის მოლდოველ იოსან ვიქტორს, 81 წლის ფერნანდო მონტეს, იმ მოხუცის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, რომელთანაც ბადანტე დ, იგივე მომვლელად მუშაობდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით მკვლელობა ორს შორის მძიმე ჩხუბს მოჰყვა. სასამართლო ექსპერტიზამ ბრალდებულის ფსიქიატრიული შემოწმების შემდეგ დაასკვნა, რომ იგი ფსიქიურად გაუწონასწორებელია და ვერ ხვდებოდა დანაშაულის ცადენის მომენტში რას სჩადიოდა.
გარდა ამისა, სასამართლოს ფსიქიატრის დასკვნით, ეს პიროვნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მისი სპეციალიზებულ სტრუქტურაში მოტავსების რეკომენდაცია გასცა.
იოსან ვიქტორი, რომელმაც 81 წლის ფერნანდო მონტეს თავში ტელეფონი რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო შემდეგ მუშტებით და წიხლებით გაუსწორდა, ჯერჯერობით ისევ პატიმრობაში რჩება, იმის მოლოდინში გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე ექსპერტ ფსიქიატრის რეკომენდაციას.
ასევე დაგაინტერესებთ: მომატებული კრიმინალის გამო იტალია “დეპორტის” რაოდენობის გაზრდას გეგმავს?!





















































