იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა.
იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების წესები შეიცვალა. DL 100/2026 კანონად გარდაიქმნა Legge n. 145 del 7 agosto 2026 და ახალი რეგულაციით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენის შემდეგ სამუშაოს დაწყებამდე ლოდინის პერიოდი 60 დღიდან 90 დღემდე გაიზარდა.
ეს ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელს განაცხადის წარდგენიდან 90 დღის გასვლამდე მუშაობის დაწყება აღარ შეუძლია. წინა რეგულაციით ეს ვადა 60 დღე იყო.
ცვლილება ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტის იტალიაში განხორციელების პირველი ეტაპის ნაწილია. ახალი კანონი მხოლოდ დასაქმების ვადას არ ეხება, ის იტალიურ კანონმდებლობაში ევროკავშირის ახალი წესების დასანერგად აუცილებელ პირველ ცვლილებებსაც ითვალისწინებს.
კანონის მეორე ნაწილი მთლიანად მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებს ეხება და ახალი ევროპული სისტემის შესაბამისად ცვლის რიგ ოპერატიულ და პროცედურულ წესებს.
ცვლილება იტალიის დეპუტატთა პალატამ 5 აგვისტოს 165 ხმით 80-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო 7 აგვისტოს საბოლოოდ გარდაიქმნა კანონად.
წყარო: Portale integrazione migranti





















































