სამხრეთ კორეაში თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, კედელს შეენარცხა და აფეთქდა. ბორტზე იმყოფებოდა 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. მათი უმრავლესობა დაღუპულია. ბოლო ინფორმაციით გადარჩენილია მხოლოდ 2 ადამიანი. ავარიის მიზეზად უამინდობა და ფრინველები სახელდება.
Jeju Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ბანგკოკიდან. მოფრინავდა, დღეს დილით, მუანის აეროპორტში (სამხრეთ კორეა) ავარიულად ჯდებოდა, როდესაც დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. „ავარია გამოწვეული ფრინველებთან შეჯახებით, არახელსაყრელი ამინდის პირობებით“- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.






















































