“ბადანტეს”, რომელიც ქალაქ პიაჩენცაში მოხუცი იტალიელი ქალის მომვლელად მუშაობდა, იტალიის ფინანსური პოლიცია, 240 000 ევროზე მეტი არადეკლარირებული შემოსავლისა და შემოწირულობების მითვისებაში ადანაშაულებს.
გამოძიება, რომელიც ფიორენცუოლას ფილიალის ფინანსური პოლიციის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განხორციელდა, მოხუცი ქალის ოჯახის წევრებისა და ნაცნობებისგან ინფორმაციის მოპოვების გზით ჩატარდა. შედეგად, გამოვლინდა, რომ ხანდაზმული ქალის სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში, “ბადანტემ” დაახლოებით 170 000 ევროს ოდენობის საბანკო გადარიცხვები მიიღო, როგორც შემოწირულობა, რაც გადასახადებს ექვემდებარება.
ამავდროულად, გამოძიების შედეგად გამოვლინდა არარეგულარული ანაზღაურების სისტემა: ოფიციალურად დეკლარირებული 600 ევროს ოდენობის ხელფასის გარდა, “ბადანტე” ყოველთვიურად დამატებით 2500 ევროს იღებდა. რომლის ჯამი დაახლოებით 75 000 ევრო იყო.
პირის ფინანსური მდგომარეობის ანალიზმა ასევე გამოავლინა 250 000 ევროს ღირებულების სიცოცხლის დაზღვევის პოლისის არსებობა, რომელიც ხანდაზმული ქალის გარდაცვალების შემდეგ განაღდდა. ამ დეტალმა, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალურად მნიშვნელოვანი არ იყო, ხელი შეუწყო გამოძიების ქვეშ მყოფი პირის საერთო ფინანსური მდგომარეობის ანალიზს.
“ბადანტემ” ბრალის წარდგენის შემდეგ, ფინანსურ პოლიციას განუცხადა, რომ ის საქმის კურსში არ იყო. მისი თქმით, მოხუცი, საკუთარი ინიციატივით და ყოველგვარი თხოვნის გარეშე რიცხავდა დიდ თანხებს, მათ შორის სიცოცხლის დაზღვევის პოლისს.
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ ᲙᲐᲠᲐᲑᲘᲜᲔᲠᲔᲑᲛᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲨᲝᲙᲘᲡ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲔᲡ





















































