აქვს თუ არა იტალიაში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეს, სამშობლოში გადაყვანის მოთხოვნისა და სასჯელის საკუთარ ქვეყანაში მოხდის უფლება?
პასუხია – კი!
- მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:
•გამოტანილი უნდა იყოს საბოლოო სასჯელი;
•მოსახდელი ვადა, 6 თვე მაინც უნდა იყოს დარჩენილი;
•განაცხადი უნდა გაკეთდეს მსჯავრდებულის მხრიდან, ადვოკატის საშუალებით;
•საქართველოშიც დასჯადი, უნდა იყოს უკვე ჩადენილი დანაშაული.
▪️ქართულ მხარეს, არ აქვს სასჯელის დამძიმების უფლება.
მნიშვნელოვანი:
- მოთხოვნა არ ნიშნავს დაკმაყოფილებას. სასამართლოს უფლება აქვს უარი განაცხადოს გადაყვანაზე;
- გადაწყვეტილება დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რა მუხლით მოხდა გასამართლება.
- ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და შესაძლოა იყოს მცირე განსხვავებები, მაგრამ ძირითადი რეგულაცია ის არის, რაც ზემოთ აღვნიშნე.





















































