სიცხის ტალღა იტალიაში გრძელდება – 18 ქალაქში გამოცხადდა უმაღლესი საფრთხის დონე
იტალიის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ქვეყნის 17 ქალაქში ამოქმედდა “წითელი ბიულეტენი” (Bollino Rosso) – განსაკუთრებული განგაშის დონის შემცველი გაფრთხილება, რომელიც უკიდურეს ტემპერატურასთან არის დაკავშირებული. არსებული პროგნოზის მიხედვით, 2 და 3 ივლისიდან აღნიშნულ სიას კატანიაც შეუერთდა და წითელ ზონაში მოქცეული ქალაქების რაოდენობა 18 გახდა. Tag: ამინდი
წითელი ბიულეტენი გულისხმობს, რომ მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს მთელი მოსახლეობისთვის, მათ შორის ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც, და არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მოქალაქეთათვის ასეთ პირობებში შემდეგია:
- მოერიდონ მზის პირდაპირ ზემოქმედებას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
- მიიღონ წყალი საკმარისი რაოდენობით
- მაქსიმალურად დარჩნენ გრილ, ვენტილირებულ სივრცეებში
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ბავშვებსა და ხანდაზმულ პირებს
ქალაქები, სადაც ამ ეტაპზე მოქმედებს წითელი ბიულეტენი:
- რომი (Roma)
- ფლორენცია (Firenze)
- ბოლონია (Bologna)
- ნეაპოლი (Napoli)
- ბარი (Bari)
- ფროგინონე (Frosinone)
- ლატინა (Latina)
- მესინა (Messina)
- პალერმო (Palermo)
- პესკარა (Pescara)
- პერუჯა (Perugia)
- რიეტი (Rieti)
- ტრაპანი (Trapani)
- ტრიესტე (Trieste)
- ვიტერბო (Viterbo)
- კამპობასო (Campobasso)
- კატანია (Catania)
ჯანდაცვის უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მაქსიმალურად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მომდევნო დღეების განმავლობაში.
Tag: ამინდი
ასევე დაგაინტერესებთ:
იტალიაში საზაფხულო ფასდაკლებები იწყება – თარიღები
იტალია – თანამცხოვრები მომვლელის (ბადანტე) უფლებები და მოვალეობები





















































