ამერიკაში მცხოვრები სამტრედიელი ემიგრანტი, ავთო (ალექსანდრე) კაკაბაძე, გარდაიცვალა. ამის შესახებ “სამტრედიის ამბები” ავრცელებს ინფორმაციას.
“მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია როგორც ადგილობრივ საზოგადოებაში, ასევე ემიგრანტებს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან ახლოს იყვნენ და დიდ პატივს სცემდნენ.
ავთო კაკაბაძე კეთილი, ადამიანი იყო. სამტრედიის გულშემატკივარი, რომელიც მუდამ სამშობლოსა და თავის ქალაქს სიყვარულით იხსენებდა.
სამტრედიის ამბები სიღრმისეულ მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილის ოჯახისა და ახლობლების წინაშე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ERMES TV-ის რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ემიგრანტის ოჯახს და ახლობლებს.
ასევე იხილეთ: ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲘᲘᲓᲐᲜ 48 ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘᲡ ᲓᲔᲞᲝᲠᲢᲐᲪᲘᲐ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲐ





















































