ამერიკის შეერთებულ შტატებში, გრინვიჩის პოლიციამ, 29 იანვარს, 48 წლის ქართველი მამკაცი დააკავა. მას ბრალად 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების მოპარვა ედება.
ინფორმაციას გრინვიჩის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს და წერს, საიდანაც ვიგებთ, რომ დეპარტამენტმა, 2025 წლის ოქტომბრიდან საცხოვრებელი სახლების ძარცვის შესახებ გამოძიება აქტიურად დაიწყო, რის შედეგადაც გრიგოლი ჩაფიჩაძე დააკავეს.
დეპარტამენტიზ ცნობით, ჩაფიჩაძე დამნაშავე იყო არაერთი საცხოვრებელი სახლის ძარცვაში როგორც გრინვიჩში, ასევე ქალაქ ნიუ-კანაანში. ჩაფიჩაძის მიერ მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, მილიონ დოლარს აღემატება.
დაკავებულს რამდენიმე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ქურდობისა და შეთქმულების მუხლებით. როგორც გრინვიჩის პოლიცია იუწყება, ჩაფიჩაძეს გირაო სასამართლომ 5 მილიონი დოლარის ოდენობით განუსაზღვრა.





















































